მთავარისიახლეებისაზოგადოებასასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

Published on

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.

პენსიონერ ქალს სახელმწიფო ბრალდება 3 ნოემბრის აქციაზე “გზის ხელოვნურად გადაკეტვას” ედავება.
ფატი ბაგრატია სხდომას არ დასწრებია. ის პროცესის მიმდინარეობისას ზესტაფონიდან თბილისში მოემგზავრებოდა.

ადვოკატის თქმით, 64 წლის ქალი იზოლატორში მყოფ შვილს წამლებს აწვდიდა.

ქალს, რომელიც ყოველდღე შვილთან ზესტაფონის იზოლატორში დადიოდა წამლების მისაწოდებლად, პატიმრობა შეუფარდეს”- ამბობს ადვოკატი.

ქალბატონი ფატი არის პენსიონერი, ასევე საჭიროებს დამატებით ყურადღებას როგორც ის, ასევე მისი შვილი ბაია, თუმცა ეს სასამართლოს მხრიდან არ იყო გათვალისწინებული, რომ პროცესის გადადება და შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტის დართვა მომხდარიყო საქმეში”,- ამბობს აუფლებადამცველი.

შეგახსენებთ, რომ გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულია მისი შვილიც, რომელსაც 14-დღიან პატიმრობა განესაზღვრა.
[ფოტო: “რადიო თავისუფლება”]

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...