მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახარია პოლიციის გულის მოგებას ცდილობს. ახლა დასჭირდათ პოლიცია, ხომ?

გახარია პოლიციის გულის მოგებას ცდილობს. ახლა დასჭირდათ პოლიცია, ხომ?

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
გახარიამ საპროცედურო საკითხთა და წესების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
 
“სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ჩვენ ვიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც სოციალურ გარანტიებს გაზრდის თითოეული პოლიციელისთვის და მისცემს მათ საშუალებას თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის. ასევე რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სოციალური პროგრამები იქნება კიდევ უფრო მეტი გარანტი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში“, – განაცხადა გახარიამ.
 
მისივე განცხადებით, 1-ელი ივლისიდან პოლიციელებს ხელფასები გაეზრდებათ. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულს სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. გახარიას ინფორმაციით, 13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზრდება. მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, პოლიციელების ხელფასების ზრდა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა.
 
„1-ელი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენ შევძელით და გავაკეთეთ დღეს და ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შსს-ში იყო ძალიან სერიოზული გადახრა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში. ჩვენ, როგორც ფაქტი, შევამცირეთ 500-ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია, რამაც მოგვცა საშუალება, როგორც ტექნოლოგიურ ნაწილში განგვეახლებინა აღჭურვილობა, ასევე გაგვეზარდა ხელფასები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...