მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი "პიზა" და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს -...

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

Published on

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე, სადაც 11 ნოემბერს ტრადიციული სამგლოვიარო პროცედურა ტარდებოდა და ბევრი ადამიანი ირეოდა.

უცნობი პირები სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ სახლის მიმართულეებით, მათი სამიზნე კი, დიდი ალბათობით, ე.წ. კანონიერი ქურდი რაულ ბარცბა, იგივე “პიზა” იყო. უცნობი პირები სახლიდან მოშორებით, მიტოვებულ შენობაში იყვნენ ჩასაფრებული. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ხუთივე პირი დაჭრილია, მათ შორის ორი კი რეანიმაციის განყოფილებაშია. 

სროლა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და თავდამსხმელები ისე გაუჩინარდნენ, რომ მათ შესახებ, ფაქტობრივად, არაფერია ცნობილი.

მომხდარის შესახებ საქმის კურში ჩააყენეს თვითგამოცხადებული პრეზიდენტი გუნბა და ე.წ. შს მინისტრი კიუტი, თუმცა, ცხელ კვალზე თავდამსხმელთა დაკავება ვერ მოხერხდა.

როგორც ჩანს, თავდამსხმელები პროფესიონალი მსროლელები იყვნენ, რასაც მიყენებული ჭრილობები მოწმობს:

ერთი ადამიანი თავშია დაჭრილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდებოდა. ასევე საოპერაციოდ შეიყვანეს მეორე დაჭრილიც, რომელსაც ტყვია მუცელში მოხვდა. შედარებით მსუბუქად, ხელში დაიჭრა კიდევ ერთი პირი, ხოლო სახესა და გულმკერდში დაჭრილი კიდევ ორი პირის მდგომარეობა ასევე მძიმეა, ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან. 

-ლაშა ბერულავა-

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...