მთავარისიახლეებიკონფლიქტები"შათდაუნის" გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

“შათდაუნის” გამო აშშ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას აყოვნებს

Published on

გამოცემა Axios საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-მ NATO-ს წევრი მოკავშირეებისთვისა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეიარაღების მიწოდება მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო შეაჩერა. 

Axios აღნიშნავს, რომ NATO-ს ქვეყნებში ექსპორტირებული შეიარაღების საბოლოო დანიშნულება უცნობია, თუმცა ასეთი აღჭურვილობა ხშირად უკრაინის მხარდაჭერას ხმარდება. 

გამოცემასთან საუბრისას ანონიმურმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ იარაღების, მათ შორის,  საშუალო რადიუსის “ჰაერი-ჰაერი” (Air-to-Air) რაკეტების (AMRAAM), Aegis-ის საბრძოლო სისტემებისა და HIMARS-ების მიწოდება ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა დანია, ხორვატია და პოლონეთი, შეჩერებულია. 

როგორც Axios წერს, უშუალოდ აშშ-ს სახელმწიფოს მხრიდან NATO-ს მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიყიდვის კონტრაქტებთან ერთად ასევე კერძო კომპანიებისთვის შეიარაღების ექსპორტირებისთვის ლიცენზიების მინიჭებაც არის დროებით შეჩერებული. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეიარაღების გაყიდვის წინადადებები კონგრესმა უნდა განიხილოს, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების დიდი ნაწილი, რომლებსაც კონგრესის კომიტეტის პერსონალისთვის ანგარიშის მიწოდება ავალიათ, შვებულებაში არიან გაშვებულები, რაც პროცესს ანელებს. 

ცნობისთვის, აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა 1-ელ ოქტომბერს შეაჩერა მას შემდეგ, რაც სენატი საბიუჯეტო კანონპროექტის დამტკიცებაზე ვერ შეთანხმდა, რის გამოც დაფინანსება შეუწყდა იმ უწყებებსა და პროგრამებს, რომელთა ბიუჯეტიც კონგრესს ამ დრომდე არ დაუმტკიცებია. მთავრობის ახლანდელი ე.წ. შათდაუნი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...