"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს ზუგდიდში პარტიის ადგილობრივი ოფისი გახსნა. რომელსაც პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია თანაგუნდელებთნ – ირაკლი ჩიქოვანთან, ალექსი პეტრიაშვილთან და მაია ფანჯიკიძესთან ერთად დაესწრო. შეხვედრას ასევე პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ალასანიას განცხადებით, რეგიონული ოფისის გახსნა ხელს შეუწყობს პარტიის გაძლიერებას და წინასაარჩევნოდ მათთვის ძირითადი დასაყრდენი სამეგრელო და ზუგდიდი იქნება. პარტიის ლიდერების განცხადებით, პოლიტიკური ორგანიზაციის მთავარი ამოცანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება. თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივნის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე დაწყებულ ბრძოლას, 2016 წელს გამარჯვებით დაასრულებენ. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების განცხადებით, პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციას დავით ვერავა უხელმძღვანელებს,რომელიც ბანკ „რესპუბლიკას“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელია.მათივე თქმით, პარტიის ოფისი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.
სიახლეები
საზოგადოება
ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...
სიახლეები
ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა.
5 პოლიტიკური...
საზოგადოება
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი
სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...
საზოგადოება
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი
ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...