მთავარისიახლეებიუკრაინას 1 500 000 ლარის გენერატორებს გავუგზავნით – კობახიძის მთავრობის ადმინისტრაცია

უკრაინას 1 500 000 ლარის გენერატორებს გავუგზავნით – კობახიძის მთავრობის ადმინისტრაცია

Published on

კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, “საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის”.

“განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

განკარგულების თანახმად, 1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის” – ნათქვამია კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აქამდე, 2022 წლის დეკემბერში საქართველომ უკრაინას 25 გენერატორი გაუგზავნა.

სიახლეები

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...