მთავარისიახლეებისაზოგადოებაგახარიას პარტია პარლამენტში შევიდა

გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა

Published on

გახარიას პარტიის პირველი დღე პარლამენტში – ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ ექსპრემიერის გუნდი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. “საქართველოსთვის” წევრებისთვის უკვე მზად არის კაბინეტებიც.გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ “ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა 4 ოქტომბრის შემდეგ ვითარება შეიცვალა, რის გამოც მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში. “ოცნებას” ნამდვილად ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, ლეგიტიმაციის კრიზისი ჰქონდა, მას შემდეგ, რაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ და სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც დაიწყოს ეს ბოიკოტის კამპანია, რომელიც დასრულდა 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, ამან, რა თქმა უნდა, “ოცნებას” მისცა დამატებითი საბაბი იმ ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის და ამიტომ, თუ ვინმე პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ “ოცნებამ” მოიპოვა დამატებითი ლეგიტიმაციის საფუძველი, ეს, პირველ რიგში, არიან ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში და რა თქმა უნდა, თავად “ოცნება”, რომელსაც შეეძლო, მაგრამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ეს პროვოკაცია, – ამბობს გიორგი შარაშიძე.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გახარიას გუნდიც “ოცნების” მიერ ასაკრძალ პარტიათა სიაში მოხვდება, შარაშიძე ამბობს, რომ “მარჩიელობას ვერ დაიწყებს”.

წყარო: ტვ პირველი

სიახლეები

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს. პეტიციის მიხედვით, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მამა დოროთეს რუსულ...

მოსამართლე ცაცუამ ლადო ჯახუას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი ლადო ჯახუა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო - რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ...

მარიამ სიჭინავა 5000 ლარით დაჯარიმეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე ირაკლი აბშილავა, პარტია დროას წევრს, სამოქალაქო აქტივისტს მარიამ სიჭინავას 5000...

ენმ, ახალი, ლელო – ოცნება 3 პარტიის აკრძალვას ითხოვს

ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ეს პარტიებია ენმ, ახალი და...