მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს-ში ხორავას ქუჩის საქმეზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა

შსს-ში ხორავას ქუჩის საქმეზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა

Published on

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა.
 
მოკლული მოზარდის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია მისი შვილის მკვლელობის საქმეზე.
 
ზაზა სარალიძის განცხადებით, ის მზად არის თანამშრომლობის გასაგრძელებლად და დაინტერესების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ მივა.
 
ზაზა სარალიძის მთავარი მოთხოვნაა, პირველ ეტაპზე სავარაუდო პასუხისმგებელი პირების გამოკითხვა მოხდეს.
 
ზაზა სარალიძემ შსს-ში წინა შეხვედრაზე გამომძიებლებს იმ ადამიანების ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი ინფორმაციით, მკვლელობაში მონაწილეობდა ან დამნაშავეებს ხელს აფარებდა.
 
მოკლული მოზარდის მამა დღეს ასევე, იმყოფებოდა საქალაქო სასამართლოში, სადაც მან ოფიციალური განაცხადი დატოვა. ის ითხოვს ხორავას საქმის უკვე მსჯავრდებული პირების დასაბუთებული განაჩენის მიღებას.
 
მისი თქმით, მნიშნველოვანია გაიგოს გაიზიარა თუ არა მოსამართლემ ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას ჩვენება ხორავას ქუჩის საქმეზე განაჩენის მიღებისას.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაუბრუნდა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...