მთავარისიახლეებისაზოგადოება10 არასამთავრობო ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, დისკრიმინაციულს უწოდებს

10 არასამთავრობო ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, დისკრიმინაციულს უწოდებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება. სამოქალაქო სექტორი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დისკრიმინაციულს უწოდებს.საუბარია, სააკაშვილის მიერ სხვადასხვა თემაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოზიციებსა და ტელეეთერებში გაკეთებულ განცხადებებზე.სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, წერია, რომ სამოქალაქო სექტორისთვის მიუღებელია პოლიტიკოსების მხრიდან ისეთი გამონათქვამების გამოყენება, რომელმაც შესაძლოა წაახალისოს რასიზმი, ქსენოფობია თუ დისკრიმინაციის ან სიძულვილის სხვა ფორმები, რადგან მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებრივ აზრზე მოქმედებს.
სამოქალაქო საზოგადოება მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილსა და სხვა პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...