მთავარისიახლეებიპოლიტიკაგზის გადაკეტვისთვის დაკავებული ვახო სანაია ამბობს, რომ პატიმრობის შემდეგაც იგივეს გააგრძელებს

გზის გადაკეტვისთვის დაკავებული ვახო სანაია ამბობს, რომ პატიმრობის შემდეგაც იგივეს გააგრძელებს

Published on

ეს არ არის ხელოვნური გადაკეტვა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რუსთაველზე ხდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანმა, ვახო სანაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მის პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ყოველდღე უნდა გადაიკეტოს.

„რაც ვიდეო კადრებში არის, ეს ასეა, მაგრამ არანაირი ხელოვნური გადაკეტვა იქ [რუსთაველზე] არ ყოფილა, ამაზე ბუნებრივი არსად, არაფერი ხდება. სიტყვა ხელოვნური არის უადგილო, ყველა, ვინც იქ არის, გამოხატავს პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ.

ის რაც მათთვის ხელოვნურია, ეს ჩვენთვის ხელოვნური არ არის. უკანონო კანონებით არიან წარმოდგენილები.

ეს არ არის ხელოვნური გადაკეტვა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რუსთაველზე ხდება“,- განაცხადა ვახო სანაიამ.

მისი თქმით, პროტესტს გააგრძელებს.

“როგორც აქამდე გამოვხატავდი პროტესტს, გარეთ რომ გამოვალ, მერეც გამოვხატავ პროტესტს. მაინც ამოვთხრით”, – განაცხადა სანაიამ და მოსამართლეს მოუწოდა, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანის, ვახო სანაიას ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახო სანაიას 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...