მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს -...

პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს – ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი

Published on

“ოცნების” განათლების პროგრამა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან – ამის შესახებ ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის ბოლონიის პროცესის და ევროპული განათლების სისტემის ნაწილია და ზუსტად იცის, “ოცნების” მიერ წარდგენილი პროგრამა აუცილებლად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს, ასევე იმ კვლევებს, რომლებიც არ ჯდება სახელმწიფო პრიორიტეტების ნუსხაში.

სამაგიეროდ, ეს მიდგომა ხელისუფლებას მისცემს უნივერსიტეტებზე ზემოქმედების ბერკეტს, და სავარაუდოდ, ამ ცვლილების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა – წერ ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში.

უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე, როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას, იმის საილუსტრაციოდ ვწერ, რომ ზუსტად ვიცი თუ რა არის ევროპული განათლება, სამეცნიერო კვლევები და ბოლონიის პროცესი, რადგანაც ამ სისტემის ნაწილი ვარ ამდენი წელია.
„უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“, რომელიც გუშინ გამოაქვეყნა საქართველოს ხელისუფლებამ, წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. მე მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
ბოლონიის პროცესი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი აკადემიური პროფილი და საგანმანათლებლო პროგრამები. შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით კი სახელმწიფო გეგმავს დანერგოს პრინციპი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“, რაც ზღუდავს უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიას და აკადემიური თავისუფლებას. როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით, ასევე შეიზღუდება უნივერსიტეტების ფინანსური ავტონომია და აკადემიური დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ, ეს მიდგომა ხელისუფლებას მისცემს უნივერსიტეტებზე ზემოქმედების ბერკეტს, და სავარაუდოდ, ამ ცვლილების მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.
ბოლონიის პრინციპები გულისხმობს სამეცნიერო კვლევის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და აკადემიურ თავისუფლებას. კონცეფცია კი ითვალისწინებს ახალი სახელმწიფო მოდელით კვლევების დაფინანსების სისტემის ინტეგრირებას უნივერსიტეტებთან. ეს უეჭველად შეზღუდავს სამეცნიერო საქმიანობის თავისუფლებას და დამოუკიდებელ ფუნდამენტურ კვლევებს, ასევე იმ კვლევებს, რომლებიც არ ჯდება სახელმწიფო პრიორიტეტების ნუსხაში.
უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების განსაზღვრა სახელმწიფო დაკვეთით, ასევე არაა თანხვედრაში ბოლონიის პრინციპებთან და ესეც ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას. შემოთავაზებული მიდგომით იკარგება ჰუმანიტარული და ფუნდამენტური მეცნიერებების მნიშვნელობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.
აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რა არის ის გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეძლებენ უცხოელი სტუდენტების მიღებას. ეს მიდგომა ზოგადად ეწინააღმდეგება გლობალური მობილურობისა და ინტერნაციონალიზაციის ევროპულ პრინციპებს.
და ბოლოს, მოთხოვნა რომ ყველა სრული პროფესორი და ასოცირებული პროფესორი იყოს მთლიან განაკვეთზე დასაქმებული და სხვები კი მხოლოდ საათობრივად, ზღუდავს აკადემიურ მოქნილობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ან საერთაშორისო თანამშრომლებისთვის და აფერხებს ბოლონიის პრინციპების განხორციელებას – წერს სოციალურ ქსელში ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სკოლები 11-წლიანი პროგრამით იმუშავებენ, ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება, ხოლო მაგისტრატურა – 1-წლიანი.
ასევე, დაგეგმილია, რომ თითო ფაკულტეტი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებდეს და ქვეყნის მეორე უმაღლესი განათლების ცენტრი ქუთაისში შეიქმნას.

სიახლეები

განათლების ახალი სისტემის ერთ-ერთი თანაავტორი არის 8-კლასიანი განათლების არ მქონე კალაძე – სააკაშვილი

ივანიშვილი ახლა მთლიანად აშორებს განათლების სისტემას ევროპას - ასე ეხმაურება "ოცნების" ახალ განათელბის პროგრანას...

ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმზე გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილსი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა...

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ...

ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქეს სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო...