მთავარისიახლეებისაზოგადოებაგდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს

Published on

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი ბრალს არ აღიარებს, უფლებადამცველის თქმით, საქმეში, რომელიც მას გუშინ გადაეცა, ბრალის დამამატკიცებული არცერთი მტკიცებულება არ დევს.

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს 14:00 საათზე იმსჯელებს.

მასალები რაც გადმომეცა, საერთოდ მსგავსი შემადგენლობის ვიდეო მასალა არ არსებობს. ბატონმა ირაკლიმ თავის კონსტიტუციურ ფარგლებში დააფიქსირა აზრი. გამოხატვის თავსიუფლება ჰქონდა და არავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს არ შეიცავს.

ის რა თქმა უნდა, ბრალს არ აღიარებს და ასაღიარებელიც არაფერია. ის რაც საქმის მასალებში დევს, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად ბრალიც აბსურდულია”. – განაცხადა ადვოკატმა.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

tv pirveli

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...