მთავარისიახლეებისაქმეს პერსპექტივა არ აქვს – თოფურია სტუ-ს რექტორის განცხადებაზე

საქმეს პერსპექტივა არ აქვს – თოფურია სტუ-ს რექტორის განცხადებაზე

Published on

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, დავით გურგენიძე საქართველოს უნივერსიტეტის დაყადაღებას და მის სტუ-ს მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს, ამბობს, რომ საქმეს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს.

თოფურია განმარტავს, რომ ქონება ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნოდა და ის უნივერსიტეტს რამდენიმე მილიონად აქვს ნაყიდი.

“სამართლებრივად ამ საქმეს არანაირი პერსპექტივა არ აქვს იმიტომ, რომ როგორც გახსოვთ, ბატონი გურგენიძე ამბობდა, რომ სამართლებრივად ვერაფერს ვერ გავხდებითო, საქართველოს უნივერსიტეტს ყველაფერი კანონიერად აქვს შეძენილი ეკონომიკის სამინისტროდან და თვითონ გურგენიძე წულუკიანის კომისიაზე ითხოვდა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ.

რაც შეეხება ერთ ლარად შეძენას, ეს არის უტიფარი ტყუილი, რომელიც წლების განმავლობაში მეორდებოდა, ჩვენ სასამართლოშიც გავასაჩივრეთ ეს, თუმცა, რა თქმა უნდა, რეაგირება არ ყოფილა. ეს ქონებები, თვითონ გურგენიძეც და მისი პრორექტორი კოპალიანიც აღიარებს, რომ იყო რამდენიმე მილიონად შეძენილი თავის დროზე. როცა საუბრობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს კაპიკი არ მიუღიაო, ეს ლოგიკურია. წულუკიანმაც განუმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ეს ქონებები და შესაბამისად, ფული შეუვიდა ეკონომიკის სამინისტროს. ეს ქონებები იყო არა ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრება, არაედ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება.

[…] ეს იყო დაუმთავრებელი მშენებლობები, აქ არასდროს ტექნიკური უნივერსიტეტი არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე მილიონად შეიძინა” – ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია.

სტუ-ს რექტორი “საქართველოს უნივერსიტეტის” დაყადაღებას და მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე საქართველოს უნივერსიტეტის დაყადაღებას და მის სტუ-ს მფლობელობაში დაბრუნებას ითხოვს.

გურგენიძემ აღნიშნული მოთხოვნით პროკურატურას დღეს, 17 ოქტომბერს მიმართა.

გურგენიძის მტკიცებით, საქართველოს უნივერსიტეტის სივრცე “ისტორიულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეკუთვნის”.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...