მთავარისიახლეებიექიმებმა, ფულის სანაცვლოდ, შშმ სტატუსის ყალბი მოწმობები დაამზადეს -დაკავებულია სამი პირი

ექიმებმა, ფულის სანაცვლოდ, შშმ სტატუსის ყალბი მოწმობები დაამზადეს -დაკავებულია სამი პირი

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე, 3 პირი დააკავა.

უწყების ცნობით, ბათუმში, თბილისსა და ქუთაიში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა, თანხის მიღების სანაცვლოდ, მოქალაქეებს შშმ სტატუსის დამადასტურებელი ყალბი მოწმობები დაუმზადეს.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებმა აღნიშნული ცნობების მისაღებად, რომლებიც “სახელმწიფოსგან შესაბამისი პენსიისა და დახმარების მისაღებად უნდოდათ”, 3 000, 3 200 და 9 500 ლარი გადაიხადეს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა, კონკრეტული თანხის მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შშმ პირის სტატუსი მიენიჭათ.

პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3 000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველიც იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევისა და კომისიის გავლის გარეშე.

მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9 500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი, იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.

მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ო.-მ 3 200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა, ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში, ც.0.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ო.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით.

სამივე შემთხვევაში, ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენით და შესაბამისად შშმ სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისკენ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 25-221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილთ მიმდინარეობს, რაც ჯგუფუ რად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...