მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი ანტიდემოკრატიული პაკეტი დამტკიცებულია

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი ანტიდემოკრატიული პაკეტი დამტკიცებულია

Published on

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით, ერთხმად – მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება.

ამ მიმართულებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელდა.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.

რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებას, “ქართული ოცნების“ კანონის პროექტით, ზემოაღნიშნული აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე ქმედება – ორ წლამდე ვადით.

გარდა ამისა, “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი დაემატა, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან მის კანონიერ განკარგულებას არ დაემორჩილება.

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასრულწლოვან პირებზეც გავრცელდება. ასეთი დარღვევის შემთხვევაში არასრულწლოვანებზე სისხლის სამართლებრივი ჯარიმა, პასუხისმგებლობა გამასწორებელი სამუშაოთი – 1 წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთა – 1 წლამდე ვადით იქნება გათვალისწინებული.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...