მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის გაუქმების პროცედურა დაიწყო

“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის გაუქმების პროცედურა დაიწყო

Published on

“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ერთაპარტიულ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონრპექტის ავტორი 7 დეპუტატი შეიკრიბა და ოპოზიციის აკრძალვის კანონს მხარი ერთხმად დაუჭირა. დღესვე კანონპროექტს სასესიო სხდომაზე გაიტანენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა არჩილ გორდულაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტკური საქმიანობა აეკრძალებათ არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ მათ ცალკეულ წევრებსაც. “ოცნების” დეპუტატმა ოპოზიცია ისევ “აგენტებად მოიხსენია და თქვა, რომ ამგვარი ცვლილებებით ადგილი გამოთავისფლდება “სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისთვის”.

პარტია არ არის მხოლოდ და მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერი. ან პარტია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის შენობა-ნაგებობა, სადაც სათავო ოფისია განთავსებული. მაგალითისთვის, კონკრეტულად “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი ოფისი საერთოდ არ გააჩნია და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, გაყიდეს კიდეც ფინანსური კრიზისდან გამომდინარე, შავ ფულს ვეღარ ატრიალებენ ისევ ჩვენი საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე. თუ კონკრეტული პარტია აიკრძალება, მის წევრებს და მასტან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით ანუ მათ არ შეეძლებათ, იყვნენ არჩეულები, მაგალითად, საქართველოს პარლამენტში, მუნიციპალიტეტებში. 2003 წლიდან დღემდე კონკრეტული პარტიები და რეალურად, ეს ერთი პარტიაა სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა სიმბოლიკით, სხვადასხვა ფერების გამოყენებით, მაგრამ მიზნობრივად ერთნი არიან და არ არსეობს კონსტიტუციაში მითითებული პარტიის მითითების საფუძველი, რომელიც ამ პარტიებს დარღვეული არ ჰქონდეთ. მხოლოდ 4 ოქტომბრის მოვლენებია საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული პარტიების აკრძალვის საფუძველი არსებობდეს. პოლიტიკაში ჩართული აგენტურა დასრულდება, შესაბამისად, შესაძლებლობა გაუჩნდებათ რეალურად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს, ვისთვისაც საქართველო არის სამშობლო და არა რომელიმე ქვეყანა ან რომელიმე გაერთიანება სხვა არის სამშობლო, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პოლიტიკაში. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტულად მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და ამვდროულად, მეორე მხარესაც ექნება შესაძლებლობა, რომ საკუთარი უფლებები დაიცვას, – თქვა სხდომაზე არჩილ გორდულაძემ.

“პირველების” კითხვას, კონკრეტულად ვის აეკრძალება პოლიტიკაში ყოფნა, კანონპროექტის ავტორები არ ასახელებენ.

საქართველოში ახალი პოლიტიკური ფაზა იწყება. ივანიშვილის გუნდი, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასაკრძალ პირთა სიას ამზადებს, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს მათთვის, ვინც დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას. ვარაუდობენ, რომ სია საკმაოდ გრძელი იქნება.

სიახლეები

ზუგდიდში, მომსახურების სააგენტოდან გასული საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი, გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის

ზუგდიდში, მართვის მოწმობის გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრის შემდეგ, საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი გამომცდელ ინსტრუქტორს დანით...

ვენეციის კომისიამ “ოცნების” მიერ მიღებულ კანონებზე კრიტიკული მოსაზრება გამოაქვეყნა

ვენეციის კომისია აქვეყნებს მოსაზრებას „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ...

ელინა ვალტონენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა თავად გააუქმა

ფინური გამოცემის helsingin sanomat ინფორმაციით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა...

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. „სისხლის სამართლის...