მთავარისიახლეებისტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა უფლებების “მასშტაბური” დარღვევების გამო, რაც კავშირშია ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმდინარე “ბორდერიზაციის” პროცესთან.

დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 2025 წლის 23 სექტემბერს მიიღო და საქმე ეხება “ბორდერიზაციის” მიზნით რუსეთის მიერ მიღებულ გრძელვადიან ზომებს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლის ხაზებთან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, თავისუფლების უფლების, საკუთრების უფლებების, ოჯახური ცხოვრების, გადაადგილების თავისუფლებისა და ქართულ ენაზე განათლების მიღებასთან დაკავშირებით დარღვევებზე, რაც ათეულობით ათას ეთნიკურად ქართველს შეეხო.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წელს ევროსაბჭოდან რუსეთის გაგდების მიუხედავად, არსებობდა საქმეში სასამართლოს იურისდიქცია, ვინაიდან მომხდარი დარღვევები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში რუსეთის წევრობის შეწყვეტამდე იყო ჩადენილი.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხიდან, €224.25 მილიონი უნდა მოხმარდეს 23 000-მდე მსხვერპლს, რომლებსაც ჩამოერთვათ თავიანთ სახლებზე, ქონებასა და ოჯახებზე წვდომა. €20 მილიონი უნდა გამოიყოს 4 000 სკოლის მოსწავლისთვის, რომლებსაც უარი უთხრეს ქართულ ენაზე განათლების მიღებაზე. €5.17 მილიონი უნდა გამოიყოს 2 586-მდე ადამიანისთვის, რომლებიც უკანონო დაკავების მსხვერპლნი იყვნენ. ასევე €1.98 მილიონი – არასათანადო მოპყრობის 76 მსხვერპლისთვის; €1.3 მილიონი უკანონო მკვლელობის 20 მსხვერპლისთვის; და €320 000 გადაადგილების თავისუფლებაზე შეზღუდვებისთვის.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ რუსეთს განსაზღვრული თანხის დასაფარად ვადა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში აქვს, რის შემდეგაც კომპენსაციას დაემატება პროცენტიც.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...