მთავარისიახლეებინეთანიაჰუ ეგვიპტეში ღაზის სამშვიდობო სამიტს არ დაესწრება

ნეთანიაჰუ ეგვიპტეში ღაზის სამშვიდობო სამიტს არ დაესწრება

Published on

ისრაელის პრემიერმინისტრის სამსახურმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაესწრება ეგვიპტეში დაგეგმილ ღაზის სამშვიდობო სამიტს, რომელიც ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაიმართება. მანამდე კაირომ განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერი სამიტში მონაწილეობას მიიღებდა.

ნეთანიაჰუს სამსახურის განცხადებით, ისრაელის პრემიერი ეგვიპტეში სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიწვია, თუმცა მან დასწრებაზე უარი თქვა “დროის ებრაული დღესასწაულის დასაწყისთან სიახლოვის გამო.”

“პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს მიწვევისთვის და მისი ძალისხმევისთვის, რათა მშვიდობის წრე გაფართოვდეს – მშვიდობა ძალის მეშვეობით,” წერია განცხადებაში.

ეგვიპტის პრეზიდენტის სპიკერმა მანამდე განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო სამიტზე პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასისა და ნეთანიაჰუს დასწრებაც, რათა “გამყარდეს ღაზაში ომის დასამთავრებლად შეთანხმება.”

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა და ნეთანიაჰუმ ტელეფონით სატელეფონო საუბარი გამართეს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატა ალ-სისისთან.

11 ოქტომბერს ეგვიპტის პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ეგვიპტის მასპინძლობით გამართული საერთაშორისო სამიტის მიზანი ღაზაში ომის დამთავრებაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა იქნება.

სამიტს 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დაესწრება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე ისრაელი მიწვეული არ ყოფილა.

ამასთანავე, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში ტრამპის სამშვიდობო გეგმის ოთხი გარანტორი ქვეყანა – აშშ, ეგვიპტე, კატარი და თურქეთი – ამჟამინდელი 20-პუნქტიანი გეგმის “ძალზე ზოგად პრინციპებზე შეთანხმდებიან”.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...