მთავარისიახლეებისუს-ის თქმით, ტერორისტურ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 3 მოქალაქე დააკავეს

სუს-ის თქმით, ტერორისტურ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 3 მოქალაქე დააკავეს

Published on

სუს-ის თქმით, ტერორისტურ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი 3 მოქალაქე დააკავეს – ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სასამხურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მამუკა მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ საქრთველოს მოქალაქეები გეგმავდნენ ისლამური სახელმწიფოს ლიდერების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას.

სუს-ს ცნობით, აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღები და სამხედრო აღჭურვილობა.

დაკავებულ 3 საქართველოს მოქალაქეს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სახელმწიფო უსართხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტერმა, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აჭარის რეგიონში ერთდროულად 5 სხვადასხვა ადგილას სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. შედეგად დაკავებულია საქართველოს სამი მოქალაქე. გატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოვლენილ იქნა გარკვეული ტერორისტული აქტივობები. ე.წ. ჯამათის წევრებს კავშირის ჰქონდა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს უცხოურ ქვეყანაში მყოფ გავლენიან ლიდერებთან, რომელთა მითითებით, ჯამაათის სახით, ჩამოაყალიბეს რადიკალურ ისლამისტურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დაჯგუფება. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით სხვა რელიგიის მიმართ.

ისინი გეგმავდნენ ისლამური სახელმწიფოს ლიდერების საქართველოში არალეგალურად შემოყვანას და მათი ლიდერობით გარკვეული პლაცდარმის მოწყობას. რითაც უზრუნველყოფდნენ თანამოაზრეების არალეგალურად დახვედრა-დაბინავებას, ლოჯისტიკური მომსახურების გაწევას და ტერორისტული მიზნისთვის საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენებას. ამოღებულია ტერორისტული სიმბოლიკის ამსახველი ნივთები, ასაფეთქებელი ნივთიერებები, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, ცეცხლსასროლი იარაღები და სამხედრო აღჭურვილობა”, – თქვეს სუს-ში

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...