მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთის საზღვრებთან აშშ-სა და NATO-ს თვითმფრინავები პატრულირებენ

რუსეთის საზღვრებთან აშშ-სა და NATO-ს თვითმფრინავები პატრულირებენ

Published on

დიდი ბრიტანეთის

სამეფო საჰაერო ძალების ორი სადამკვირვებლო თვითმფრინავი ამერიკისა და NATO-ს საჰაერო ძალებთან ერთად 12-საათიანი მისიით NATO-ს აღმოსავლეთ საზღვარზე პატრულირებისთვის გაიგზავნა.

გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ მისია პასუხია რუსეთის მხრიდან NATO-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე.

თვითმფრინავებმა დაახლოებით 10 000 მილის ტერიტორია დაფარეს. პატრულირება შორეული ჩრდილოეთიდან დაიწყეს და ბელარუს-უკრაინის გავლით რუსეთის საზღვარზე გააგრძელეს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თქვა, რომ “ეს მნიშვნელოვანი ერთობლივი მისია იყო აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეებთან ერთად.”

“მისია არამხოლოდ ფასეულ სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მათი ოპერატიული ინფორმირებულობის გასაუმჯობესებლად, არამედ [რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ] პუტინსა და NATO-ს მოწინააღმდეგეებს ალიანსის ერთიანობას ანახებს.” – დაამატა ჰილიმ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...