მთავარისიახლეებიპოლიტიკაპაატა ბურჭულაძესა და ოთხ პირს სატელეფონო ზარები და პაემნები აუკრძალეს

პაატა ბურჭულაძესა და ოთხ პირს სატელეფონო ზარები და პაემნები აუკრძალეს

Published on

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სატელეფონო ზარები აუკრძალეს. ინფორმაციას ბურჭულაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ავრცელებს.

“აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ, იგი წერილობითი სახით ჩვენ არ გადმოგვცემია და შესაბამისად, მისი შინაარსიც ზუსტად არ ვიცით. მე დარწმუნებული ვარ, იგი იქნება იგივე შინაარსის, რა შინაარსისაც იყო იგივე ხასიათის დადგენილები პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ შორის, დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ხაბეიშვილით.

ეს ნიშნავს, რომ 71 წლის მსოფლიო დონის მომღერალს წაართვეს უბრალოდ შვილებთან და შვილიშვილებთან კომუნიკაციის საშუალება და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს. პაატა ბურჭულაძე რომ კრიმინალებს არ ხვდება და კრიმინალურ ორგანიზაციას არ მართავს ციხიდან, მემგონი, ეჭვს ეს არავისთვის არ იწვევს თუ სულელი არ არის უბრალოდ.

შესაბამისად, ეს არის ადამიანის გამწარების, ადამიანისთვის სულიერი და ფსიქოლოგიური ტკივილის მიყენების ერთ-ერთი გზა”. – თქვა თუთბერიძემ ტვ პირველის ეთერში.

სიახლეები

სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე გიგა ავალიანის დედა გამოიკითხება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე სახელმწიფო ბრალდებმა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მოკვლევა,...

ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის, „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ,...

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის...

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...