მთავარისიახლეებიახალაია 4 ოქტომბრის აქციაზე: ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული

ახალაია 4 ოქტომბრის აქციაზე: ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული

Published on

ერთი წუთის წინ გავიგე გზაში, რომ ხმის ნიმუშზე დამიბარეს, არც უთქვამთ რაზე დამიბარეს, მითხრეს რომ ოთხი ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, ათასი პროცენტით ფალსიფიცირებული, არათუ სიტყვა ბგერა არ არის ჩემი, მერე ვისაც აინტერესებს მინდა გითხრათ, არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, პაატათი მიმართვა და ამ სტილით, ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით, მამაჩემის ტოლია და საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქ, ვიდრე იქ ჩანს.

(…) ძალიან მრცხვენია და ძალიან მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს, სამწუხაროა.

მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, ვისი არის მანდ ორგანიზება, ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? თვალით ვერ ხედავენ სად ცხოვრობენ? ბატონი პაატას მოსაზრების ფორმირებას, ხაბეიშვილის მოსაზრების ფორმირებას, მურთაზ ზოდელავას მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? თუ რავიცი მიტინგზე ხალხის მოსვლას შეატყო ვინმემ ორგანიზება ან შემდეგ ნებისმიერ ნაბიჯს.

ჩემი აზრით, აქ საუბარია ერთ ძალიან მარტივ რამეზე, რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები, როგორიც არის ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი, სხვები, რომლებსაც არ სჭირდებათ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ ვინმეს კარნახი, ვინმეს რაიმე სახით ორგანიზება ან რამე, როგორც თქვენ ნახეთ, ისე ვხედავდი მე.

თქვა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შსს-ს ცნობით, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...