სუს-მა N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე დააკავა. საგანგებო ბრიფინგი მდინარაძის უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.
უწყება ამტკიცებს, გიორგი ბაჩიაშვილმა საკანში მასზე მომხდარი ძალადობა წინასარ დადგა, რისთვისაც ციხის მაღალჩინოსანს გაურიგდა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დავით გოგიბერაშვილი ორი დღის წინ, საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გოგობერიშვილმა და ქემოკლიძემ თანამდებობა სწორედ ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტის გაუხამურების შემდეგ დატოვეს.