მთავარისიახლეებიევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

Published on

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა – კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას 518-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივების წინააღმდეგი 96 ევროდეპუტატი იყო, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.

ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება ვიდრე ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა. ამის შემდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის კავშირის საბჭოს ფარგლებში, 17 ნოემბერს ახალ წესებს ფორმალურად უყრიან კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უვიზო რეჟიმით არ უნდა ისარგებლონ იმ ქვეყნების მთავრობის მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა, რომლებიც ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევენ.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...