მთავარისიახლეებიევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო-კალაძე

ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო-კალაძე

Published on

კახა კალაძისთვის, “ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო”. „კალასი და კოსი ვერ გიშველით“ – უთხრა მან მედიას, როცა ჟურნალისტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის განცხადების შესახებ სვამდა კითხვას.

ჩვენს პასუხს დაველოდოთ. ჩვენ ხვალ გვექნება პასუხი აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით. საერთო მესიჯი გაჟღერდება და დაველოდოთ ამ განცხადებას. ჩემი პოზიცია მარტივია – ვერც კალასი და ვერც კოსი ვერ გიშველით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს. ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ერთი რამ უნდა გაიგოთ თქვენ – ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან რიგითი მოქალაქეები, ვისაც აქ ხედავთ, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს, გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა კალაძემ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...