მთავარისიახლეებისაზოგადოება17 მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და "ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება

17 მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და “ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება

Published on

17 მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნება. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ.

მოსამართლეები წერენ, რომ “იცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით და, ამავდროულად, გმობენ ძალადობას, ემიჯნებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან”.

“ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია!

მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი მოსამართლისათვის”, — ნათქვამია მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ლევან დარბაიძე;

მადონა მაისურაძე;

ეკა არეშიძე;

მანანა მესხიშვილი;

ციცინო კიკვაძე;

თამარ ჩიხლაძე;

დევი დევიძე;

თამარ ხაჟომია;

დავით წერეთელი;

ქეთევან მესხიშვილი;

ვლადიმერ ხუჭუა;

ეკატერინე გასიტაშვილი;

ნინო გერგაული;

ლაშა დადეშქელიანი;

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი;

მამუკა წიკლაური;

ლელა ნოზაძე.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...