მთავარისიახლეებისაზოგადოება4 ოქტომბერს ძალაუფლება გადმოვა ხალხის ხელში - ბურჭულაძე

4 ოქტომბერს ძალაუფლება გადმოვა ხალხის ხელში – ბურჭულაძე

Published on

4 ოქტომბრის ორგანიზატორებს მასშტაბური დემონსტრაციისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვთ – პაატა ბრუჭულაძე ამბობს რომ ხალხი ამ დღეს, ეროვნულ კრებაზე იტყვის თავის სათქმელს, რომ ეს ქვეყანა სწორედ ხალხის არის.

4 ოქტომბერს როდესაც ხალხი იტყვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არა იმ ხუნტის, ძალაუფლება გადმოვა ხალხის ხელში – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

4 ოქტომბრის ორგანიზატორი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცველებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და ხელი არ აღმართონ მშვიდობიან მოქალაქეებზე.

ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციას ჩვენ არ დავარღვევთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ თუ არა. ჩვენთან იქნება ეროვნული კრება, სადაც დავსვამთ საკითხს, გვეკუთვნის თუ არა ჩვენ ეს ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იტყვის კის. როცა ავწევთ ხელს და ვიტყვით, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არა იმ ხუნტის, რომელიც არალეგიტიმურად არის ჩვენს მთავრობაში, იმ წუთიდან ძალაუფლება გადმოდის ხალხის ხელში. არ წაუცდეთ ხელი რომელიმე ახალგაზრდაზე, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მშვიდობიანად”, – აცხადებს ბურჭულაძე.

სიახლეები

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

28 იანვარს ჰელსინკის კომისიაში საქართველოში "ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის" შესახებ მოსმენა გაიმართება. 2024 წლის ოქტომბრიდან...

რუსთავში მოზარდი დაჭრეს

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს 16...

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...