მთავარისიახლეებისაზოგადოებაიუსტიციის სახლთან დღეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება

იუსტიციის სახლთან დღეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება

Published on

„იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა; იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ; იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეული ოთხი მთავარი პროკურორიდან ვერც ერთმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად; თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან; იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო; სტრასბურის ადამიანის უფლებათა ევროპულა სასამართლომ ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია; წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე; იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პროკურატურისადმი ნდობის აღსადგენად აუცილებელია, მთავარ პროკურორად შეირჩეს პირი, რომელიც არ არის აფილირებული მმართველ პარტიასთან და სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, დარწმუნებულები ვართ, რომ თეა წულუკიანი ვერ შეარჩევს დამოუკიდებელ პროკურორს, სწორედ ამიტომ, ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას და ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევას სამოქალაქო საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად, მისი წინამორბედის შეცდომებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით“, – ნათქვამია აქციის საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...