მთავარისიახლეებისაზოგადოებაუზენაესმა სასამართლომ ზუგდიდის მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა

უზენაესმა სასამართლომ ზუგდიდის მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში აღადგინა

Published on

ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. უზენაესი სასამართლოს განჩინებით ზუგდიდის დადიანების მუზეუმს დაევალა ელზა ზოდელავას სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, რაც დღეის მდგომარეობით, 6000 ლარს შეადგენს. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი ლელა მოწონელიძე იცავდა.ელზა ზოდელავა მუზეუმის დირექტორმა 2017 წლის 1- თებერვალს თანამდებობიდან გაათავისუფლა. პირველმა ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც არ დაეთანხმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო და მიიჩნია, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონო იყო. უზენაესი სასამართლოს განჩინებით ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...