მთავარისიახლეებიეკონომიკა„შექმენი სესხი, როგორიც გსურს“ - ფინკა ბანკში სესხების კამპანია დაიწყო (R)

„შექმენი სესხი, როგორიც გსურს“ – ფინკა ბანკში სესხების კამპანია დაიწყო (R)

Published on

„შექმენი სესხი, როგორიც გსურს“ – ფინკა ბანკში მაისიდან სესხების კამპანია დაიწყო და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
 
 ფინკა ბანკი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას თავად აირჩიონ სესხის პირობები, ე.წ. „ინგრედიენტები“ და შექმნან სესხი, ისეთი, როგორიც სურთ და სჭირდებათ. 
 
კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია თავისი საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვროს სესხის ვადა, გადახდის გრაფიკი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით. 
 მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ ან სერვის ცენტრებში შეავსონ სესხის განაცხადი და ნებისმიერ დროს დარეკონ ფინკა ბანკის ცხელ ხაზზე *4949. 
 
ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ კამპანიის მიზანია მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შეთავაზება.
 
„კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს ვთავაზობთ არჩევანს, თავად შეარჩიონ სესხის ე.წ ინგრედიენტები და თავად შექმნან სესხი. ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ მომხმარებლების საჭიროებებს და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სესხი ესადაგებოდეს მათ შესაძლებლობებს და საჭიროებებს. ჩვენი მომხმარებლების თითქმის 80% რეგიონებში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით და ფერმერობით არის დაკავებული, სეზონურობიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თუნდაც საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. სწორედ ამიტომაც წამოვიწყეთ ეს კამპანია და მომხმარებლებს ახალ შესაძლობლობებს ვთავაზობთ“. 
 
ფინკა ბანკი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს სესხის გაერთიანებას და პორტირებას, აგრო განვადებას და სხვა პროდუქტებს. ბანკში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ფულადი გზავნილების კამპანია, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება. 
ფინკა ბანკი წელს საქართველოში მუშაობის 20 წელს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით მომხმარებლებს სიახლეებს, აქციებს და სხვადასხვა კამპანიებს სთავაზობს. 
 
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...