მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმხარდაჭერა ქართველ მებრძოლ გიორგი კინოიანს - აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან შეკრებას გეგმავენ

მხარდაჭერა ქართველ მებრძოლ გიორგი კინოიანს – აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან შეკრებას გეგმავენ

Published on

ერევანში დაკავებული ქართველი მებრძოლის გიორგი კინოიანის მხარდასაჭერად, რომელსაც რუსეთში ექსტრადიცია ელოდება, სამოქალაქო აქტივისტები ცოტა ხანში თბილისში, სომხეთის საელჩოსთან შეიკრიბებიან.

“ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები, უკრაინის მხარდამჭერები აპირებენ ერთობლივი წერილი გაუგზავნონ სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, რათა არ გადასცეს ქართველი მებრძოლი რუსეთს. წერილი სომხეთის ელჩს გადაეცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ განმარტება გააკეთა გიორგი კინოიანთან დაკავშირებით. უწყებაში გამოეხმაურნენ საზოგადოებაში გავრცელებულ ვერსიას, რომლის თანახმადაც ქართველმა მესაზღვრეებმა კინოიანს არ უთხრეს, რომ ძებნაში იყო და სომხეთში არ გადასულიყო. შსს ამტკიცებს, რომ გეგუთის გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებს შეცდომა არ დაუშვიათ – რუსეთი გიორგი კინოიანს ინტერპოლის ცირკულარით არ ეძებდა და ძებნა გამოცხადებული იყო დსთ-ს სისტემით, რასაც ქართველი მესაზღვრე ვერ დაინახავდა, რადგან საქართველო დსთ-ს წევრი ქვეყანა აღარ არის. აქედან გამომდინარე, მესაზღვრეები ბაზაში ვერ ნახავდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეს რუსეთი ეძებდა.

თუმცა, მეორეს მხრივ, საეჭვოა, თავად გიორგი კინოიანს არ სცოდნოდა ე.წ. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ, რის გამოც ის იძებნებოდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ქართველი მებრძოლი რუსეთში ექსტრადიციის საფრთხის წინაშე დგას. ოჯახში ჯერ არ იციან, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი.

28 წლის ქართველ მეომარს, რომელიც სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რუსეთი შარშანდელი ოქტომბრიდან ეძებს. გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...