მთავარისიახლეებიწითელ ხიდთან 500-ევროიანი ყალბი კუპიურები გაასაღეს - პოლიციამ 2 პირი დააკავა

წითელ ხიდთან 500-ევროიანი ყალბი კუპიურები გაასაღეს – პოლიციამ 2 პირი დააკავა

Published on

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1966 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში 7 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღეს. სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს” – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...