მთავარისიახლეებიეკონომიკაენმ: ზარალი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტმა ნახა, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მეტროპოლიტენის...

ენმ: ზარალი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტმა ნახა, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასები გაზრდილიყო

Published on

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის სხდომაზე მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი დაიბარა, თუმცა მამუკა კობახიძე საკრებულოში არ მისულა, შესაბამისად ფრაქციის სხდომა ჩაიშალა.
 
სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი მემანქანეთა  მოთხოვნები და მათი  გაფიცვით დედაქალაქის ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი გახდა.
 
 
საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, რომ ზარალი, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტმა ნახა,  საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლების ხელფასები გაზრდილიყო.
 
„როცა არის მეტრო გათიშული 150 ათასიდან 175 ათას ლარამდე ზარალობს ბიუჯეტი, როცა ამ 120 ათასზე მეტ ადამიანს დედაქალაქის სატრანსპორტო სამსახური უფასოდ, სინამდვილეში კი ბიუჯეტიდან ეხმარება გადაადგილებაში, აქაც საუბარია დაახლოებით 150 000 ლარზე, მინიმუმ 300 ათას ლარს ზარალობს დედაქალაქის ბიუჯეტი, როცა მეტრო გათიშულია.
 
ჯამში საჭიროა 700 ათასი ლარი რომ მეტრო ჩაირთოს, ორ დღეში იმდენი ვიზარალეთ, რაც საკმარისი იყო ამ ადამიანებისთვის ერთი წლით ხელფასის მომატებისთვის“- აცხადებს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.
 
დღეს ფრაქციის სხდომაზე მამუკა კობახიძის არ მისვლის გამო ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მივიდეს.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...