მთავარისიახლეებიპოლიტიკასაგამოძიებო კომისია - ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს -...

საგამოძიებო კომისია – ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს – ენმ ამ ფარსში მონაწილეობაზე უარს ამბობს

Published on

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას განიხილავენ.
 
„კურიერის“ ინფორმაციით, მმართველი გუნდიდან კომისიის მუშაობაში ჩაერთვება მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ეკა ბესელია.
 
17 კაციან კომისიაში 9 დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ იქნება და ხელმძღვანელის პოსტსაც სწორედ საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე ჩაიბარებს. დარჩენილი რვა კვოტიდან „ქართულმა ოცნებამ“ ორი „პატრიოტთა ალიანსს“, ერთიც დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუთმოს. კომისიის შემადგენლობა ამ დროისთვის ვერ დამტკიცდა.
 
 “ ნაციონალური მოძრაობა” საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარს ამბობს.  ,,ჩვენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს იქნება დროის სამთვიანი გაწელვა და ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს. ჩვენ ამას ხელს არ შევუწყობთ“ – განაცხადა რომან გოცირიძემ 
 
ამ მკაფიო განცხადების მიუხედავად, . პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“ 16:00 საათამდე მისცა დრო, რომ გადაწყვიტონ იღებენ თუ არა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.
 
 
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ – კომისიის შემადგენლობაში იქნებიან ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია, სერგო რატიანი, მამუკა ჩიქოვანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ოთო კახიძე.  
 
„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობის ფარგლებში პარლამენტში დაიბარებენ ყველა იმ მაღალჩინოსანს, ვის მიმართაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე კითხვები არსებობს. მათ შორის ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს.
 
საგამოძიებო კომისიას მუშაობისთვის სამთვიანი ვადა აქვს, თუმცა  შესაძლოა დასკვნა მანამდეც დაიდოს. კომისიის დასკვნა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში დასკვნა უნდა გაითვალისწინოს როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...