მთავარისიახლეებიმედია- ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსეთის ჩარევის შედეგად, GPS გაეთიშა

მედია- ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსეთის ჩარევის შედეგად, GPS გაეთიშა

Published on

31 აგვისტოს, თვითმფრინავს, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა, ბულგარეთში, პლოვდივის აეროპორტში დაჯდომის მცდელობის დროს GPS ნავიგაციის სერვისები გაეთიშა. ინფორმაცია CNN-ს ევროკომისიის პრეზიდენტის სპიკერმა დაუდასტურა.

პრესსპიკერის თქმით, მომხდარის მიუხედავად, თვითმფრინავმა აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდომა მოახერხა. როგორც CNN საკითხის მცოდნე პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, პილოტს დაჯდომისთვის ქაღალდის რუკის გამოყენება მოუწია.

ამასთან, სპიკერის თქით, კომისიამ “ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ნავიგაციის გათიშვა, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან აშკარა ჩარევის შედეგად მოხდა”.

“ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურყევ ვალდებულებას, გავაძლიეროთ როგორც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, ასევე ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”. – დაამატა სპიკერმა.

ამავდროულად, გამოცემა The Financial Times საკითხის მცოდნე სამ პირზე დაყრდნობით წერს, რომ სერვისების გათიშვა, რუსეთის მხრიდან ნავიგაციის სისტემაზე თავდასხმამ გამოიწვია.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...