მთავარისიახლეებიზელენსკი- ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, რუსეთია - მსოფლიოსგან მტკიცე პოზიციას ველით

ზელენსკი- ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, რუსეთია – მსოფლიოსგან მტკიცე პოზიციას ველით

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორ კვირის წინ მოსკოვს ვადა მისცა, რომ რეალური მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაედასტურებინა.

„ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის რუსეთი მზად უნდა ყოფილიყო ლიდერების დონეზე შეხვედრაზე. უკრაინა ამისთვის მზადაა, მაგრამ რუსეთი ომს აგრძელებს და ყველა სიგნალი სწორედ ამას ადასტურებს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი, რომელიც ამ დღეებში ჩინეთში „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტში მონაწილეობს, კვლავ ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ლიდერები – ჩინეთიდან ინდოეთამდე, თურქეთიდან აზერბაიჯანსა და ყაზახეთამდე – ერთხმად საუბრობენ ომის დასრულების აუცილებლობაზე.

„ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, რუსეთია. ველით მტკიცე პოზიციას აშშ-სგან, ევროპისგან და „დიდი ოცეულის“ ქვეყნებიდან,“ – დასძინა მან.

სიახლეები

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა

ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 830 სამხედრო დაკარგა - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი...

„ჩემთვის ნებისმიერი პატიმრობა სასიკვდილო განაჩენი იქნება“ – რუსეთში 77 წლის უკრაინელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

როსტოვის სამხრეთის საოლქო სამხედრო სასამართლომ 77 წლის უკრაინელს, ყირიმში დაბადებულ ვლადიმირ ანანიევს, 18 წლით...

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...