მთავარისიახლეებისაზოგადოება"ბოკუჩავა ჩემს შეცდომას იყენებს" - ჩერგოლეიშვილი

“ბოკუჩავა ჩემს შეცდომას იყენებს” – ჩერგოლეიშვილი

Published on

“თინა ბოკუჩავა ჩემს შეცდომას იყენებს” – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საუბრობს. მისი თქმით, შეცდომისთვის ბოდიში უკვე მოიხადა, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგან, რომლებმაც არაერთი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ არასოდეს მოუხდიათ ბოდიში.

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ბოკუჩავას კრიტიკა ემსახურება მის შიდა პარტიულ პოზიციების გამყარებას, რადგან თავად რთულ მდგომარეობაშია და ერთგულებას მიხეილ სააკაშვილისადმი ამ გზით ამტკიცებს.

რაც შეეხება თინა ბოკუჩავას ტანტრუმს, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ის რეალურად ჩემს შეცდომას იყენებს, რომლის გამოც მე ბოდიში მოვიხადე, განსხვავებით მისი ყეყეჩი ლიდერებისგან, რომელთაც არაერთი შეცდომა დაუშვიათ, მაგრამ ბოდიში ამაზე არ მოუხდიათ. იმას, მე უნდა მეპატიოს თუ არ უნდა მეპატიოს ეს შეცდომა, გადაწყვეტს “ფედერალისტების” ამომრჩეველი. ვერ მივიღებ შენიშვას პარტიისგან, რომელსაც არასდროს არაფერზე ბოდიში არ მოუხდია. აქედან გამომდინარე, მისი ტანტრუმი ემსახურება პარტიაში მისი პოზიიების განმკიცებას, იმიტომ, რომ თავად არის ნიჩაბზე დადებული. 31 აგვისტოს გადაყენებას უპირებდნენ, ხაბეიშვილი ერჩის, შიდა არეულობა აქვს და ამ გზით უმტკიცებს ერთგულებას მიშას, – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის (News.On.ge) ფეისბუკგვერდზე მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წყევლითა და უხამსი ლექსიკით უპასუხა. მან საპასუხო კომენტარებს დაურთო ადრესატების ფეისბუკგვერდების მთავარი ფოტოები, რომლებზეც ბავშვები იყვნენ გამოსახული.

აღნიშნულის შემდეგ თინა ბოკუჩავამ 8 პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...