მთავარისიახლეებიქმრის მკვლელობის ბრალდებით 25 წლის ქალი დააკავეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით 25 წლის ქალი დააკავეს

Published on

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა დაიწყება.

ეს ნიშნავს, რომ პასპორტში შტამპების დასმის სისტემას ახალი სისტემა ჩაანაცვლებს, რომელიც ეფუძნება ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგ. თითს ანაბეჭდებს, სახის გამოსახულებასა და სხვა სამოგზაურო ინფორმაციას.

“შესვლა-გასვლის სისტემა (EES) გამოიწვევს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მენეჯმენტის მოდერნიზებას და გაუმჯობესებას. ის მიაწოდებს სარწმუნო მონაცემებს საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში დარჩენის ვადებს, და თაღლითობის შემთხვევებს დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბებით.” – წერია პრესრელიზში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი EES სისტემის თანდათანობით დანერგვას ექვსი თვე დასჭირდება.

პრესრელიზის მიხედვით, “სასაზღვრო ორგანოები თანდათანობით დაარეგისტრირებენ მონაცემებს მესამე ქვეყნების მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საზღვრებს კვეთენ. ამ პერიოდის ბოლოს შესვლა-გასვლის სისტემა (EES) სრულად იქნება დანერგილი ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე”.

 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...