მთავარისიახლეებიმოსამართლემ, სინდისის პატიმარი არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა

მოსამართლემ, სინდისის პატიმარი არჩილ მუსელიანცი 4 წლით ციხეში გაუშვა

Published on

მოსამართლე გიორგი არევაძემ სინდისის პატიმარი, არჩილ მუსელიანცი დამნაშავედ ცნო და 4 წლით ციხეში გაუშვა.

სასამართლომ 29 წლის მუსელიანცს პატიმრობა 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის მიუსაჯა.

დღევანდელ პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და სასამართლოს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში ჩადებული ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია.

ცნობისთვის, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

სიახლეები

შსს-მ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გზის გადაკეტვისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი „გზის გადაკეტვისთვის“ 5...

პრემიერო კობახიძევ, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია-ვალტონენი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს (OSCE) მოქმედმა თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა ირაკლი კობახიძეს მიმართა. "პრემიერმინისტრო...

შეიძლება იყოს ათამდე პარტია მცირე პარტიების ჩათვლით – კობახიძე პარტიების აკრძალვაზე

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ზუსტი სია, რომელი პარტიების...

შსს-მ ნარკოდანაშაულებისთვის 47 პირი დააკავა

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით -შსს-ს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო...