მთავარისიახლეებიმამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

Published on

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ჩარკვიანის და – თაკო ჩარკვიანი ავრცელებს.

ქართველი მუსიკოსი 69 წლის იყო.

მამუკა ჩარკვიანს ჯანმრთელობის პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა, რის გამოც კლინიკაში იყო გადაყვანილი

მუსიკოსს მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ “ლიგას” პირველი პრემია — ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა — სიმღერისთვის “მწვანე რტოები” (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის “მაღლა და მაღლა” (1999), ოქროს დისკი ნომინაცია — წლის საუკეთესო სიმღერა — სიმღერებისთვის: “ჩემი აღარა ხარ”, “გაზაფხული”, “აპრილი” და “დედის ჯერი”.

მუსიკოსი 2000 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი გაიხსნა.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...