მთავარისიახლეებისაქსტატი-2025 წლის II კვარტალში უმუშევრობა გაიზარდა, შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა

საქსტატი-2025 წლის II კვარტალში უმუშევრობა გაიზარდა, შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა

Published on

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 14.3% შეადგინა.

მათივე ცნობით, 2025 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა 4.7 ათასი კაცით (0.5%) და 940.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 29.3 ათასით შემცირდა (6.5%) და 422.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა 7.9 ათასით (3.6%) და 227.6 ათასი შეადგინა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.4%-ით შემცირებულია და 46.5%-ს შეადგენს. ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.5%-ით და 46.3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.1%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5%-ით.

უწყების ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 1.3%-ით არის გაზრდილი ქალებში და 12.2%-ს შეადგენს, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა და 15.9%-ია.

2025 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2%-ით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1%-ით.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...