მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა

ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა

Published on

"ახლა უკვე მოვუხმობ სრულიად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანოს თავისი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოიშალოს," – ამის შესახებ ზაზა სარალიძემ განაცხადა.
 
მან აქციაზე მომხდარი მცირე ინციდენტის შემდეგ განცხადება გააკეთა და ყველა პარტიას გაერთიანების და გვერდში დგომისკენ მოუწოდა. 
 
„დღეს კიდევ უკვე ნათლად დავინახე, რომ მთავრობა გადმოდის ზეწოლაზე და ყველა ღონეს ხმარობს. ნახეთ, როგორ უნდათ შემოიტანოს, სუს-ია თუ არ ვიცი ვისი წარმომადგენელი, მშვიდობიან აქციაში პროვოკაცია. მე მივიღე გადაწყვეტილება! დღემდე მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას მოვუხმობდი, ახლა უკვე მოვუხმობ სრულიად საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანოს თავისი ძალები, რათა ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოიშალოს. მე ამათ არ მივცემ უფლებას, რომ სიმართლემ არ გაიმარჯვოს. სიმართლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა კაცს მოვუხმობ, დამიდექით გვერდით, არამარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს, ყველა შვილმოკლულ მამას, ყველა შვილმოკლულ დედას. გავერთიანდეთ მთელი ძალებით, რადგან დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა მთავრობა, რომელიც სისტემას მფარველობს, რომ ჩააფურთხოს ჩვენი შვილების სულში. ეს სისტემა აუცილებლად უნდა ჩამოიშალოს,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...