მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა - ექსპერტი

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკი არ აღმოჩნდა – ექსპერტი

Published on

ნიკა კაციას თმის ნიმუშში ნარკოტიკის კვალი არ არის – ეს ჩვენება თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპერტმა მარიამ ბახუტაშვილმა მისცა.

ექსპერტის თქმით, თმა ყველაზე დიდხანს, რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში ინახავს ინფორმაციას ნარკოტიკის მოხმარების კვალზე.

ცნობისთვის, ჟურნალისტი დაკავების დღიდან ამტკიცებს, რომ მისი დნმ ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთ მასალაზე ხელოვნურად დაიტანეს.
ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ კაციას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება

ექსპერტიზის შედეგად დადგენილია, რომ თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება,ექსპერტიზის პროცესი შეუფერხებლად წარიმართა, მათ შორის ნიმუშის[თმის] აღება.

სისხლი ინახავს ინფორმაციას ყველაზე ცოტა ხნით, რამოდენიმე საათით – მაქსიმუმ ერთი ორი დღის განმავლობაში

შარდი ინახავს შედარებით დიდხანს, სამი კვირის განმავლობაში

თმა ინახავს ყველაზე დიდხანს რამოდენიმე თვიდან წლების განმავლობაში. სწორედ თმის კვლევა ჩაუტარდა კაციას”.- განაცხადა ექსპერტმა.

თმის ღერზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, ნიკა კაციას ორგანიზმში რომ ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ აღმოჩნდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 21 თებერვალს განაცხადა ნიკა კაციას ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...