მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჯგუშიას განცხადებები ემსახურება ახალგაზრდებში მუხტის ჩაკვლას, რაც არ მოხდება"- თენგიზ გუშიას განცხადებას...

“ჯგუშიას განცხადებები ემსახურება ახალგაზრდებში მუხტის ჩაკვლას, რაც არ მოხდება”- თენგიზ გუშიას განცხადებას აქციის ორგანიზატორებმა უპასუხეს [Video]

Published on

თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უპასუხეს. ემზო კვარაცხელიას თქმით, თავიდანვე იყო ახალგაზრდების მოთხოვნა, რომ აქცია ყოფილიყო აპოლიტიკური და მიკროფონთან არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არ უნდა მისულიყო.“ეს არის პროტესი იმ ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ, არამედ წლებია ასე გრძელდება.იქ გუშინ იდგნენ ახალგაზრდები, რომლებიც გულწრფელად აპროტექტებდნენ ამ სისტემას და აქ ჩვენ არ გვჭირდება კოლექტიური ჯგუშიები. ჯგუშია თავად არის მოძალადე და მის დირექტივებს ჩვენ აქ ვერ მივიღებთ. მას უნდა თავისი განცხადებებით ჩაკლას ახაგაზრდებში მუხტი, მაგრამ ეს არ მოხდება, ყველამ იცის ზუგდიდში ვინ არის გუშია“- განაცხადა „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ემზო კვარაცხელიამ. ჯგუშიას განცხადებას აქციის მიზნების დისკრედიტაციად აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის კოორდინატორი არჩილ თოდუა, მისი თქმით, ჯგუშიას ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსულ ნარატივს.

 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...