პოლონეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. მიზეზი ქვეყნაში კრიმინალის ზრდა და კრიმინალური დაჯგუფებების არსებობაა.
ოფიციალური ვარშავა ღიად აცხადებს, რომ ემზადებიან შემზღუდავი ზომების მისაღებად, 4 ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ – ეს ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, კოლუმბია და ვენესუელა.
საგანგებო განცხადება დონალდ ტუსკმა პოლონურ მედიასთან გააკეთა. მისივე თქმით, პოლონეთი ყველა პირს, რომელიც კანონს არღვევს, ქვეყნიდან გააძევებს.
ამჟამად განიხილება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების წესის მოქმედების შეზღუდვა რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათ შორის არიან საქართველო, სომხეთი, ვენესუელა და კოლუმბია. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ გვაქვს პრობლემა ქვეყნის შიგნით კრიმინალთან დაკავშირებით, ვიცი, რომ ქართველებს ეს ზოგადად არ ახასიათებთ, ამას არანაირი გარემოების გამო არ ვიტყოდი, თუმცა ისე ხდება, რომ არსებობს გარკვეული კრიმინალური დაჯგუფებები დღეს, ჩვენ უკევ რამდენიმე სადეპორტაციო ღონისძიება განვახორციელეთ, ასევე, ერთი წუთით არ დავფიქრდებით, თუ კიდევ აღმოვაჩნეთ ამდაგვარ დაჯგუფებას, ვინც ჩაიდენს დანაშაულს ან ციხეში ჩავსვამთ, ან დავადეპორტებთ, -განაცხადა ტუსკმა.
ოპოზიციაში საუბრობენ იმის შესახებ, რომ პოლონეთს ძალიან მარტივად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და რეალურად, ეს იმის გამო მხოდება, რომ “ოცნებას“ ქვეყანაში ისეთი მძიმე სოციალური ფონი აქვს შექმნილი, საქართველოს მოქალაქეები უბრალოდ გარბიან ევროპის ქვეყნებში.
სამწუხაროა, როცა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ფონის გამო, ქართველებს უწევთ გადახვეწა სხვა ქვეყნის მიწაზე და ტრაგიკულია, როდესაც ქართველები გამოვლინდებიან ხოლმე, როგორც დამნაშავეები და რთულია, როდესაც ქვეყნის იმიჯი, შიგნითაც და გარეთაც არის მძიმე დარტყმის საგანი, არ არის გამორიცხული, რომ პოლონეთმა, როგორც ცალკეულმა სახელმწიფომ, გააუქმოს უვიზო რეჟიმი, მას როგორც სუვენერულ სახელმწიფოს, ამის უფლება აქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორი მიგრაციული პოლიტიკით,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ტუსკის განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან პოლონეთი ყოველთვის ცდილობდა, უფრო მკაცრი ყოფილიყო საქართველოს მიმართ და სანქციების თემაზეც საუბრობდა. ყველაზე მკაცრ განცხადებებს ტუსკი „ქართული ოცნების“ მიმართ, შესაბამისად, კარგად გამოჩნდა, რომ პოლონეთი აპირებს, მხარი დაუჭიროს ვიზების შეჩერებას, რომელიც ოქტომბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ, ამიტომ, ეს არის ერთგვარი წინასწარი გაფრთხილება, უ~იმ დემოკრატიულ უკუსვლაზე, რასაც „ქართული ოცნება“ თვეების მანძილზე მიმართავს, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.