მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენს გვერდშია,რევოლუცია არ მაწყობს- ლევან დადუნაშვილის მამა

ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენს გვერდშია,რევოლუცია არ მაწყობს- ლევან დადუნაშვილის მამა

Published on

ზაზა შენს გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენს გვერდშია, – ამ სიტყვებით მიმართა მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძეს. 
 
„ზაზა მე შენს გვერდში ვარ, მთავრობა ჩვენს გვერდშია. დავდგეთ ერთად და გამოვიძიოთ, მივცეთ შანსი, სადაც გინდა – პრეზიდენტი გაწყობს, პრეზიდენტთან შევიდეთ, პარლამენტის თავმჯდომარეა – შევიდეთ ერთად, პრემიერ-მინისტრია – შევიდეთ ერთად. მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, ამ კანონებით ვცხოვრობ, რევოლუცია მე არ მაწყობს. მე მინდა ჩემი შვილის მკვლელი ბოლომდე დაისაჯოს. სამართლით მეც არ ვარ კმაყოფილი, მაგრამ ჩემო ზაზა, დღეს გამოსავალი არის ეს. არის ინსტანციები, სადაც არის გასარკვევი, სადაც უნდა საღი აზრის დაჯდომა და ყველაფერი ისე გაიშიფროს, როგორც შენს გულს და ჩემს გულს უნდა. თუ კითხვები დარჩება, ამის შემდეგ მე შენს გვერდში ვიქნები, მე შენს გვერდში ვარ ყოველთვის. მეც არ ვარ კმაყოფილი ბოლომდე გამოძიებით, ამიტომ თუ კითხვები ჩნდება უნდა გამოიძიოს იმ სახელმწიფომ, რომელ სახელმწიფოშიც ვცხოვრობთ. მე ბოლომდე ვენდობოდი გამოძიებას და ბოლომდე ველოდებოდი ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. დღეს კითხვებზე პასუხი გასაცემია. მე შენს გვერდით ვარ”, – მიმართა დავით დადუნაშვილმა ზაზა სარალიძეს. 
 
მის ამ განცხადებას აქციის მონაწილეთა ნაწილში უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...