მთავარისიახლეებისაზოგადოებარაჟდენ კუპრაშვილი დაასანქცირეს

რაჟდენ კუპრაშვილი დაასანქცირეს

Published on

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დასანქცირებულია – რაჟდენ კუპრაშვილს შეზღუდვები ლიეტვუამ დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან მოსამართლეები და „ქართული ოცნების“ წევრები.

ქართული ოცნების ლიდერებისთვის და მოქმედი მოსამართლეებისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ, წინა კვირას გახდა ცნობილი, თუმცა მათი გვარები ლიეტვას მიგრაციის სამსახურის პორტალზე ახლახან აიტვირთა.

ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე
ჯვება ნაჭყებია – მოსამართლე
ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე
მარი მეშველიანი – პროკურორი
ნათია თათიაშვილი – პროკურორი
სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
ნინო წილოსანი- „ქართული ოცნების“ დეპუტატი
რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე
ცნობილია, რომ ლიეტუვას არასასურველ პირთა სიაში საქართველოს 102 მოქალაქე ჰყავდა შეყვანილი. ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ 2024 წლის დეკემბერში სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ბიძინა ივანიშვილს შემდეგ, ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ კიდევ 16 წარმომადგენელს. სანქციების სიაში მოხვდნ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც.

2025 წლის მარტში კი ლიეტუვამ დაასანქცირა საქართველოს 74 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს იყვნენ მოსამართლეები და პროკურორები.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...