მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, არაქართული წარმოების ტექნიკა იყო გამოფენილი.

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, არაქართული წარმოების ტექნიკა იყო გამოფენილი.

Published on

ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ენგურის ხიდიდან, ე.წ ადმინისტრაციული საზღვრიდან დაიწყო, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. ღონისძიების კულმინაცია კი ცაში სიმბოლურად გაშვებული ფერადი ბუშტები იყო რომელიც საქართველოს დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი.მოგვიანებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლები გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს  ასევე ზუგდიდის განვითარების ცენტრის მოსწავლეებმა და ცენტრის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება.ზუგდიდისცენტრალურმოედანზე, არაქართული  წარმოებისტექნიკა  იყო  გამოფენილი. ამისპარალელურად  მთავარმოედანზეასევე წარმოდგენილი იყო BMW-ს მარკის ავტომობილები. აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს ზუგდიდში მყოფმა საქართველოს პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა და ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა. ცენტრალურ მოედანზე გამოყვანილი BMW-ს მარკის ავტომობილების მძღოლების განმარტებით, ისინი დრიფტ კლუბის წევრები არიან. მათი თქმით, ისინი მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადებიან და დღეს დღესასწაულის ფარგლებში მნახველებს დაათვალიერებინეს ავტომობილებით.ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი სამეგრელო-ზემო სვანეთის ნგუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ გააკეთა, მან დაადასტურა რომ ტექნიკა არ იყო ქართული წარმოების, თუმცა ის არც რუსული წარმოების არ ყოფილა და გადაწყვეტილება ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტრომ მიიღო.მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალაქი ხალხის სიმრავლით არ გამოირჩეოდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმიმიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სადღესასწაულო ზეიმი საღამოს გალა კონცერტით დასრულდა, ზუგდიდელებს დამოუკიდებლობის დღე   ჯგუფ მგზავრების მონაწილეებმა სიმღერით მიულოცეს.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...