მთავარისიახლეებისამართალიდადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წელი და 6 თვე, სარალიძის...

დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წელი და 6 თვე, სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე მიესაჯა

Published on

 
მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წელი და 6 თვე მიესაჯა, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე.
 
იმ ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, რომელსაც ბრალი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში უკვე ოფიციალურად ედება დაცვის მხარე შეეცდება დაამტკიცოს ბრალდებულის ნაწილობრივ უდანაშაულობა. დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ის ითხოვს მკვლელობის მცდელობის მუხლის მინიჭებას განზრახ მკვლელობის მუხლის ნაცვლად, მისი თქმით, ისიც აპირებს უცხოელ ექსპერტებს მიმართოს.
 
რაც შეეხება ლევან სარალიძის განზრახ მკვლელბის მცდელობაში ბრალდებულის ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძის თქმით, პროკურატურამ საქმე ობიექტურად არ ან ვერ გამოიძია.
 
„ეს აღიარებაა იმისა, რომ თავის დროზე პროკურორებმა საქმე ვერ ან არ გამოძიეს.
 
რაში სჭირდებათ უცხოელი პროკურორები, როცა ქართველი პროკურორები ყველაზე კარგად იცნობენ ქართულ კანონმდებლობას, ყველაზე მეტი ბერკეტი ქართველ პროკურორებს გააჩნდათ, თუმცა ეს არ გააკეთეს“-აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
 
სასჯელის ვადის განსაზღვრას ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ესწრებოდნენ. სხდომაზე კამერების გარეშე იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე იყო დანიშნული, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დაგვიანებით დაიწყო.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...