მთავარისიახლეები„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

Published on

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ანა წითლიძე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

მისი თქმით, „ოცნებასთან“ „რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებისთვის „ლელოს” აუცილებლად მოუწევს პოლიტიკური ფასის გადახდა“.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ „ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ ოპოზიციური პარტიის და სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ. “ლელომ” უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ჰქვია “ოცნებასთან” კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც გადაიხდის როგორც საკუთარ ამომრჩეველში, ისე პოლიტიკურ წრეებში. ეს ეტყობა კიდეც იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს „ლელოში”, სადაც ადამიანები ძალიან ღირსეულად ტოვებენ პოსტებს “ლელოს” იმ გადაწყვეტილების გამო, რაც მათ მიიღეს,” – განაცხადა ანა წითლიძემ.

სიახლეები

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელების პროცესი მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ გურამ როგავაზე, ასევე ზვიად მაისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით...

სტრასბურგმა ე.წ. FARA-ზე და გრანტების კანონზე საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო

ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. FARA-ს ანალოგთან და გრანტების...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, 30 ივნისის ღამის 04:00 საათზე დედაქალაქზე დრონებით შეტევა დაიწყო,...

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზეა მიწვეული

მიხეილ ყაველაშვილს თეირანში აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაზე ელოდებიან - ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო...